Loading...

TRANSLATION SERVICES, ПЕРЕВОДЧЕСКИЕ УСЛУГИ, მთარგმნელობითი მომსახურება, ΜΕΤΑΦΡΑΣΤΙΚΕΣ ΥΠΗΡΕΣΙΕΣ

ტელეფონი
ელექტრონული ფოსტა

ჩვენს შესახებ გაიგე მეტი

About iTranslate

itranslate გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის ტექსტის მაღალი სტანდარტის პროფესიულ თარგმანს როგორც ფიზიკურ და იურიდიული პირებისთვის, ასევე კომპანიებსა და ორგანიზაციებისთვის საბერძნეთში და მის საზღვრებს გარეთ.
მაღალკვალიფიციური და გამოცდილი, პროფესიონალი მთარგმნელები უზრუნველყოფენ შესრულებული სამუშაოს სიზუსტეს ევროპულ, სლავურ, არაბულ, თურქულ, ქართულ, სომხურ და ჩინურ ენებზე.
ჩვენი მთარგმნელები და თარჯიმნები სრულად ფლობენ თარგმანის სპეციფიკას, ისინი ასრულებენ ნებისმიერი სირთულის თარგმანს ტექნიკურ, სამედიცინო, სამეცნიერო, იურიდიული თუ სხვა სფეროში.
ყველა თარგმანი აუცილებლად გადის რედაქტირებასა და კორექტირებას, მოწმდება დოკუმენტისათვის ერთიანი სტილის მიცემისა და სწორი გაფორმების მიზნით.

ჩვენი EXPRESS მომსახურების საშუალებით შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მოწმობების სწრაფი და ზუსტი თარგმანი ოცზე მეტ ენაზე.
ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს სათარგმნად მიღებული მასალის კონფიდენციალობის დაცვას, რაც ნებისმიერი შემკვეთისათვის მნიშვნელოვანი პირობაა.

ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ხანგრძლივი თანამშრომლობით, რომელიც დაფუძნებულია ნდობის პრინციპზე და ვცდილობთ, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ფასები იყოს ხელმისაწვდომი, ხოლო მუდმივი კლიენტებისათვის შესაძლებლობის ფარგლებში ვითვალისწინებთ ფასდაკლებას.

თარგმანის მინიმალური ფასი 10 ევროა.


მომსახურება

გთავაზობთ დოკუმენტების იურიდიულად და ნოტარიალურად დამოწმებულ ოფიციალურ თარგმანებს საჯარო და კერძო ორგანოებში წარსადგენად საბერძნეთსა და მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენ გვყავს პროფესიონალი და გამოცდილი მთარგმნელებისა და თანამშრომლების ჯგუფი, ამგვარად ჩვენს მიერ გაცემული იურიდიულად და ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანები არის საგარეო საქმეთა სამინისტროს თარგმანების ექვივალენტური. კომპანია გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენთან მომზადებული დოკუმენტაცია მიიღება ნებისმიერ ოფიციალურ სახელწიფო დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში.
ჩვენს მიერ გაცემული დოკუმენტები დამოწმებულია ადვოკატთა კოლეგიის კოდექსის შესაბამისად იმ ადვოკატთა მიერ, რომლებიც სათანადოდ ფლობენ დასამოწმებელი დოკუმენტის ენას.

თარჯიმნები

სინქრონული თარგმნა
თარგმანის სახეობა, როდესაც მოსმენისა და თარგმანის პროცესი თანადროულია ანუ თარჯიმანი მომხსენებლის სიტყვას მისი საუბრის თანადროულად თარგმნის სპეციალური ოთახიდან. სინქრონული თარგმანის განსახორციელებლად აუცილებელია სპეციალური აღჭურვილობა (აუდიო მოსასმენები, მიკროფონები და ა. შ.). ამ საკმაოდ მძიმე, დაძაბული და საპასუხისმგებლო სამუშაოს შესასრულებლად ჩვენს მიერ შერჩეული თარჯიმნები გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, სათანადო ცოდნითა და გამოცდილებით ამ სფეროში, შესაბამისად ჩვენს მიერ შემოთავაზებული მომსახურება გამოირჩევა მაღალი ხარისხით.
თანმიმდევრული თარგმნა
თანმიმდევრული თარგმანისას თარჯიმანი ელოდება მომხსენებელის წინადადებას და შემდეგ თარგმნის, შესაბამისად მას აქვს უფრო მეტი დრო სპეციალური ჩანაწერების გასაკეთებლად და მოსმენილის გასააზრებლად. ამ შემთხვევაშიც ჩვენს მიერ შერჩეული თარჯიმნები გამოირჩევიან სათანადო ცოდნითა და გამოცდილებით.

რედაქტირება

ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ უკვე ნათარგმნი ტექსტის სრულყოფაში, რათა გრამატიკულად, სინტაქსურად და ლექსიკის მხრივ გაიმართოს ტექსტი. სასურველი შედეგის უზრუნველსაყოფად ტექსტის რედაქტიება ხდება გამოცდილი თარჯიმნების მიერ.

გთავაზობთ, თქვენი სახელით დუკუმენტების აღებას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან და საკონსულოებიდან, რათა აგარიდოთ არასაჭირო ბიუროკრატია და დაზოგოთ დრო.

გთავაზობთ, თქვენი სახელით დუკუმენტების აღებას სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან და საკონსულოებიდან, რათა აგარიდოთ არასაჭირო ბიუროკრატია და დაზოგოთ დრო.
თქვენ მხოლოდ უნდა მოგვაწოდოთ შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც საჭიროებს დამოწმებას სხვადახვა დაწესებულებაში და თქვენი სახელით ჩვენ გავივლით საჭირო პროცედურებს. ჩვენ აგრეთვე ვახდენთ თქვენი დოკუმეტების აპოსტილით დამოწმებას.

რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი ჩვენზე?

ჩვენ პროფესიონალები ვართ!

გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, სრულყოფილ და პროფესიონალურ მომსახურებას.

გვენდეთ ჩვენ!

პუნქტუალობა, სიზუსტე და გულმოდგინება ჩვენი საფირმო ნიშანია. გთავაზობთ მომსახურებას დაუგვიანებლად და უზრუნველვყოფთ თარგმანის მაღალ ხარისხს.

გვაქვს დიდი გამოცდილება!

ამ სფეროში ჩვენი დიდი ხნის გამოცდილება ზუსტი და მაღალი ხარისხის თარგმანების გარანტია.

ჩვენ გვესმის თქვენი საჭიროებები!

იმისათვის, რომ საუკეთესო შედეგი იქნას მიღწეული, მაქსიმალურად ვუსადაგებთ ჩვენს მომსახურებას თქვენს მოთხოვნილებებს.

გეხმაურებით და ვრეაგირებთ დაუყოვნებლივ!

მუდამ თქვენს გვერდით, მზად ვართ გამოვეხმაუროთ თქვენს ნებისმიერ მოთხოვნას.

ჩვენ მეგობრულები ვართ!

ნუ დააყოვნებთ დაგვისვათ შეკითხვა. დაგვეკონტაქტეთ და დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ ნებისმიერ კითხვაზე და განვიხილავთ თარგმანთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს.